23:17 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-25 15:16:56, 4581 ნახვა

მსოფლიო
კორონავირუსის გამო, ჰონგ-კონგში სკოლები 17 თებერვლამდე დაიხურება

ჰონგ-კონგში კორონავირუსთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, - ამის შესახებ „როიტერი“ ჰონგ-კონგის ლიდერის, კერი ლამ-ის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემის ცნობით, კერი ლამმა ინფექცის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, შესაბამისი ზომების მიღების განკარგულება გასცა. შედეგად, სკოლები 17 თებერვლამდე დაიხურება.

არსებული ინფორმაციით, ამ დროისათვის კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 41-ს მიაღწია. ინფიცირებულია 1 200-მდე ადამიანი. ჩინეთის ხელისუფლებამ ვირუსის თავიდან აცილების მიზნით, ჩინეთის 13 ქალაქი ბლოკადაში მოაქცია, ასევე საახალწლო ღონისძიებების ნაწილი გააუქმა.

გავრცელებული ვირუსი უკვე დააფიქსირეს ევროპაშიც. ინფიცირების პირველი შემთხვევ გამოვლინდა საფრანგეთის ქალაქ ბორდოში, კიდევ ორი კი პარიზში. კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა ავსტრალიაშიც.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
გვარამია- პირველად ისტორიაში, ევროკავშირთან ბევრად ახლოს და რუსეთისგან ბევრად შორს არიან სომხები
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
პირველმა არხმა ფეხბურთში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩვენების ლიცენზია დაკარგა
საქართველოში შემაშფოთებელი ტენდენციებია - მედიის თავისუფლების კოალიციის 16 წევრი ქვეყანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics