|
2020-01-24 19:31:34, 3428 ნახვა
ეკონომიკა
ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით (TITR) საკონტეინერო გადაზიდვების მაჩვენებლები რეკორდულად მაღალია
გენერალური დირექტორის, დავით ფერაძის ხელმძღვანელობით, „საქართველოს რკინიგზის“ დელეგაცია ყაზახეთის ქალაქ ალმათში საერთაშორისო ასოციაცია ,,ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის“ (TITR), ასოციაცია ТМТМ-ის შეხვედრას დაესწრო. ასოციაციის წევრებმა 2019 წლის შედეგები შეაჯამეს და აღინიშნა, რომ 2019 წელს კასპიის ზღვით გადაზიდული საკონტეინერო ტვირთი 71 %ით (10,7 ათსი TEU) გაიზარდა და ეს აღნიშნულ დერეფნში გადაზიდვის რეკორდული მაჩვენებელია. ამასთანავე, 2019 წლის აპრილში წამოწყებულმა საფიდერო სერვისმა მნიშვნელოვნად გაზარდა შუა დერეფანში (Middle Corridor) ტვირთის ოდენობა და შეამცირა საკონტეინერო გადაზიდვის დრო. ასოციაცია ТМТМ-ს ახალი წევრებიც შეემატნენ - ჩინური კომპანია ,,Xi’an Continental Bridge International Logistics Co., Ltd“ და ყაზახური - ,,აქტაუს საზღვაო ჩრდილოეთ ტერმინალი“. შეხვედრაზე შეთანხმდა 2020 წლის სატარიფო პოლიტიკა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)