|
2020-01-24 17:25:27, 2987 ნახვა
ეკონომიკა
ლაშა ხუციშვილი: ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით საბაჟო სერვისების გაუმჯობესების მიმართულებით
ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით საბაჟო სერვისების გაუმჯობესების მიმართულებით, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას. მან ისაუბრა იმ რეფორმებზე, რომელიც საბაჟო სფეროში განხორციელდა, როგორც საკანონმდებლო სრულყოფის, ისე სერვისებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით. როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია ის პროექტები, რომლებიც მიმდინარეობს ჩვენს მეზობლებთან საბაჟო სფეროში თანამშრომლობისა და საბაჟო-გამშვები პუნქტების ერთობლივი მართვის მიმართულებით. სიტყვით გამოსვლისას, ლაშა ხუციშვილმა, ასევე, განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საერთაშორისო პარტნიორებს რეფორმების მუდმივი მხარდაჭერისთვის და გამოთქვა იმედი, რომ მათთან თანამშრომლობა მომავალშიც ინტენსიურად გაგრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)