|
2020-01-24 16:45:46, 2674 ნახვა
ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი: პირველი მარტიდან მებაჟე ოფიცრების შრომის ანაზღაურება გაიზრდება
პირველი მარტიდან მებაჟე ოფიცრებს ხელფასი გაეზრდებათ, - ამ სიახლის შესახებ განცხადება ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გააკეთა. მან მებაჟე ოფიცრებს მადლობა გადაუხადა კეთილსინდისიერი და თავდაუზოგავი სამსახურისთვის. „მინდა იცოდეთ, რომ თქვენს შრომას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის“, - განაცხადა მან და აღნიშნა, რომ დაგეგმილია საბაჟოს თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების ეტაპობრივი ზრდა. ივანე მაჭავარიანმა, ასევე, მადლობა გადაუხადა მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციასა და საერთაშორისო პარტნიორებს, რომელთა მხარდაჭერითაც ბოლო წლებში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გაძლიერების მიმართულებით.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)