|
2020-01-23 15:51:26, 1504 ნახვა
კომენტარი
მარგველაშვილი კონგრესმენების წერილზე: ასეთი მძაფრი გზავნილები უბრალოდ არ მახსოვს
„ასეთი მძაფრი გზავნილები მე უბრალოდ არ მახსოვს“, - ასე ეხმაურება საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამერიკელი კონგრესმენების მიერ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთვის გამოგზავნილ კრიტიკულ წერილს ტელეკომპანია „მთავართან“ საუბრისას. მარგველაშვილის თქმით, აუცილებელია ყველა იმ ძალის კონსოლიდირება, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ საქართველოს მომავალი რუსეთში არ არის. „ძალიან ნათელია ამ გზავნილების სიმძაფრე. ასეთი მძაფრი გზავნილები მე უბრალოდ არ მახსოვს. არ მახსოვს, რადგან როდესაც მოდიოდა კრიტიკა დასავლეთიდან, ნებისმიერი ხელისუფლების დროს იქ ისხდნენ პოლიტიკოსები, რომლებსაც ესმოდათ რა სიმძიმისაა შენი პარტნიორისგან ასეთი რთული შეფასება. აუცილებელია კონსოლიდირება ყველა იმ ძალის, რომლებსაც მიაჩნიათ რომ საქართველოს მომავალი არ არის რუსეთში, არ არის ავტორიტარიზმში და არ არის წარსულში დაბრუნებაში. კონსოლიდირება, ძალიან აქტიური მუშაობა და გადარჩენაა საქართველოს პროდასავლური დემოკრატიული არჩევანი. ჩვენ არ ვიწამეთ და არ მივეცით მთელი ჩვენი ახალგაზრდობა და რთული 30 წელი არ გაგვივლია იმისთვის, რომ უცებ ყველაფერზე უარი ვთქვათ და ჩავბარდეთ უკან რუსულ ორბიტას“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. შეგახსენებთ, რომ ამერიკელმა კონგრესმენებმა, ადამ კინზინგერმა, გერი კონოლმა, მაიკლ მაკკოლიმ და ელიოტ ენჯელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას კრიტიკული წერილი გაუგზავნეს, რომელშიც კონგრესმენები საქართველოში პოლიტიკური მოტივით დევნისა და ეკონომიკური ვარდნის ტენდენციის გამო, შეშფოთებას გამოთქვამენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)