12:41 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-23 14:18:32, 1833 ნახვა

საზოგადოება
მიხეილ კალანდიას მამა ზაზა სარალიძეზე - მკვდარი შვილის სულს ყიდის ყოველდღე, ქორვაჭარი

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ კალანდიას საქმე განიხილება, ზაზა სარალიძესა და მიხეილ კალანდიას შორის დაპირისპირება მოხდა.

აღნიშნული მას შემდეგ დაიწყო, რაც მოწმის დაკითხვისას ზაზა სარალიძემ პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა, რასაც  მიხეილ კალანდიას მამის, თენგიზ კალანდიასა და ძმის, ლუკა კალანდიას მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა.

კალანდიას მამა და ძმა სარალიძეს დარბაზიდან გაეკიდნენ.

„მკვდარ შვილს ჰყიდის და მე რას მიზამს? თავისი შვილის სულს ყიდის ყოველდღე, ქორვაჭარი“, - განაცხადა მიხეილ კალანდიას მამამ.

ინციდენტის განმუხტვა სასამართლოს მანდატურის სამსახურის ჩარევით გახდა შესაძლებელი.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics