08:52 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-23 13:01:49, 1077 ნახვა

პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი: ამერიკელი კონგრესმენების მიერ გამოგზავნილი წერილი გარკვეულ უზუსტობებს შეიცავს

„ჩვენი ოპონენტები ცდილობენ, რომ 4 კონგრესმენის წერილი და კონგრესის ორპარტიული მხარდამჭერი რეზოლუცია ლამის ერთ სიბრტყეში დააყენონ, რაც ნამდვილად მცდარია“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, წერილის შინაარსში არის გარკვეული კრიტიკა, თუმცა შეიცავს უზუსტობებსაც.

„ჩვენი ოპონენტები ცდილობენ, რომ 4 კონგრესმენის წერილი და კონგრესის ორპარტიული მხარდამჭერი რეზოლუცია ლამის ერთ სიბრტყეში დააყენონ და წარმოგვიდგინონ, როგორც თანაბარი მნიშვნელობის გამოხატულება, რაც ნამდვილად მცდარია და აქ უკვე პოლიტიკურ უპასუხისმგებლობასთან გვაქვს საქმე. რაც შეეხება თავად წერილის შინაარსს, ცხადია, აქ არის გარკვეული კრიტიკა, თუმცა ვფიქრობ, რომ შეიცავს გარკვეულ უზუსტობებს. მიმაჩნია, რომ ჩვენ მიერ დაგეგმილი ვიზიტების შემდეგ, რაც უახლოეს მომავალში განხორციელდება და მიეწოდებათ ამომწურავი ინფორმაცია, შეფასებები იქნება ობიექტური და პოზიტიური“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რესპუბლიკელი კონგრესმენის ადამ კინზინგერის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ოთხმა კონგრესმენმა წერილი გაუგზავნა. ამის შესახებ კინზინგერმა სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ დაწერა და თქვა, რომ მასთან ერთად წერილის ავტორები გერი კონოლი, მაიკლ მაკკოლი და ელიოტ ენჯელი არიან.

გახარიასათვის გაგზავნილ წერილში ამერიკელი კონგრესმენები საქართველოში პოლიტიკური მოტივით დევნისა და ეკონომიკური ვარდნის ტენდენციის გამო, შეშფოთებას გამოთქვამენ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics