|
2020-01-20 12:58:46, 1235 ნახვა
საზოგადოება
„ანას ბაღის“ მიმდებარედ აქცია გრძელდება - სამშენებლო კომპანიის თანამშრომლები ადგილობრივებს დაუპირისპირდნენ
ვარკეთილში, „ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია გრძელდება. მოსახლეობა კვლავ განაგრძობს პროტესტს და ითხოვს, რომ შეწყდეს აღნიშნულ ადგილზე კორპუსის მშენებლობა. სამშენებლო კომპანია „გისსონის“ წარმომადგენლებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებასაც ჰქონდა ადგილი. როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი აცხადებს, კომპანიის თანამშრომლები თავს დაესხნენ აქციის მონაწილეებს და დაარბიეს მათი კარვები, რომლებიც „ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გუშინ გაშალეს. „გუშინ გავხსენით კარავი, რომელიც დაგვირბიეს. ჩვენი მეზობლები წიხლ ქვეშ გაიგდეს, რომლებიც ახლა საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი. არის ფიზიკური დაზიანებები და საპატრულო პოლიციას არავინ არ ჰყავს დაკავებული. საპატრულო პოლიციის უმოქმედობაზე აუცილებლად შევა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში განცხადება. ყოველდღიურად გვარბევენ, მიმდინარეობს ჩვენზე ყოველდღიური ძალადობა და მწვანე შუქი სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს ხელისუფლებამ აუნთო“ , - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. შეგახსენებთ, რომ უკვე რამდენიმე კვირაა ვარკეთილში, „ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობა არსებული ბაღის ნაცვლად, 10 სართულიანი კორპუსის აშენებას აპროტესტებს. მათი მთავარი მოთხოვნაა, რომ ადგილზე დარჩეს გამწვანება, თუმცა აღნიშნულ ტერიტორიაზე კომპანია „გისსონმა“ უკვე დაიწყო სამშენებლო სამუშაოები.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)