05:57 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-20 11:57:52, 1187 ნახვა

პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე: სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით პარტიაში არ ყოფილა განხილვა

„სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით პარტიაში არ ყოფილა განხილვა“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, იგეგმება თუ არა პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა, თალაკვაძემ აღნიშნა, რომ გიორგი გახარია და მინისტრთა კაბინეტი აგრძელებს საკუთარი საქმის კეთებას.

„სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით პარტიაში არ ყოფილა განხილვა. ასეთი გადაწყვეტილება არ არის მიღებული. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საგაზაფხულო სესიაზე ზედამხედველობის რეგულარული სესიების ფარგლებში მოვუსმენთ მინისტრებს და განვიხილავთ ყველა იმ გეგმას, რაც სამინისტროებს მიმდინარე წელს ექნებათ.

ცვლილებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ არის მიღებული. მთავრობას ხელმძღვანელობს პრემიერ-მინიტრი გიორგი გახარია, კაბინეტი ადგილზეა და აკეთებს საკუთარ საქმეს, ისევე როგორც პარლამენტი“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics