10:11 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-20 10:27:44, 1037 ნახვა

საზოგადოება
ირანში თვითმფრინავის ჩამოგდების დროს დაღუპულთა ცხედრები უკრაინაში გადაასვენეს

ირანში, უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოგდების დროს დაღუპულთა ცხედრები უკრაინაში გადაასვენეს.

ავიაკატასტროფაში დაღუპულთა ცხედრების გადასვენებას აეროპორტში უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი და მთავრობის სხვა წევრები ესწრებოდნენ.

კატასტროფიდან ათი დღის განმავლობაში, ირანში უკრაინელი სპეციალისტები მუშაობდნენ, რომლებიც დაღუპულთა იდენტიფიცირებას ცდილობდნენ.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების კუთვნილი ბოინგ 737-ის ტიპის თვითმფრინავი, რომელიც რეისს კიევის მიმართულებით ასრულებდა, 8 იანვარს, აფრენიდან ორ წუთში ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად 180-მდე პირი დაიღუპა. ირანელმა სამხედროებმა უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების „ბოინგის“ შეცდომით ჩამოგდება 11 იანვარს აღიარეს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინაში ომზე: მომდევნო თვეები შესაძლოა კრიტიკული იყოს
ტრამპმა გამოაქვეყნა ასდოლარიანი კუპიურის სურათი, რომელზეც მისი ხელმოწერაა გამოსახული
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics