|
2020-01-18 19:01:34, 2869 ნახვა
სამართალი
ოხანაშვილის საქმეზე დაკავებულ ვახტანგ რობაქიძეს ბრალი წარედგინა
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის, ანრი ოხანაშვილის საქმეზე დაკავებულ ვახტანგ რობაქიძეს ბრალი წარედგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. მათივე ცნობით, დაკავებულ ვახტანგ რობაქიძეს ბრალი საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ხულიგნობას გულისხმობს. მსგავსი ქმედება გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცმულობას და უხეშად არღვევს საზოგადებრივ წესრიგს ჩადენილი ძალადობის მუქარით. გარდა ამისა, რობაქიძეს ბრალი სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილითაც წარედგინა , რაც გულისხმობს, სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას და მუქარას წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანების მიმართ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 1-დან 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება. შეგახსენებთ, რომ ანრი ოხანაშვილის მიმართ, რომელიც ოჯახთან ერთად ბაკურიანის ერთ-ერთ რესტორანში ვახშმობდა, მისთვის უცნობმა მოქალაქემ მუქარა განახორციელა. აღნიშნულთან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან/და ქონების განადგურების მუქარას გულისხმობს, ხოლო ინციდენტში მონაწილე ერთი პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავა, რაც სამართალდამცველის მიმართ დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ახალციხის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით ბრალდებულს სამ დღიანი პატიმრობა შეუფარდა.
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)