05:56 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-17 13:47:58, 2085 ნახვა

პოლიტიკა
წულუკიანი: შოთაძე იყო კარგი მთავარი პროკურორი და მისი გადაწყვეტილება, გადადგომის შესახებ, მაშინაც არ მომწონდა

„მაშინ, ირაკლი შოთაძემ მართლა მიიღო ღირსეული გადაწყვეტილება, მაგრამ მე აღნიშნული გადაწყვეტილებ არ მომწონდა“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

წულუკიანის თქმით, მისთვის მისასალმებელია შოთაძის კანდიდატურა, რადგან ის იყო კარგი მთავარი პროკურორი, რომლის დროსაც პროკურატურაში ბევრი კარგი რეფორმა განხორციელდა.

„ირაკლი შოთაძე იყო მთავარი პროკურორი, რომლის დროსაც მე, როგორც იუსტიციის მინისტრმა დავინახე პროკურატურაში რეფორმები, დავინახე შეკრული პროკურორთა კორპუსი და დავინახე გაჰუმანურებული მართლმსაჯულების პროცესი, რომლის მხარეც და მონაწილეც არის ბრალდების მხარე, შესაბამისად მივესალმები ამ კანდიდატურის დაყენებას, ძალიან ბევრი ღირსეული და მნიშვნელოვანი გამოცდილების კანდიდატურა არის შეტანილი საბჭოს წინაშე, დაველოდოთ ყველა თუ რას გადაწყვეტს საბჭო, მაგრამ თქვენ ყველას გახსოვთ ჩემი ურყევი პოზიცია, რომ მაშინ ირაკლი შუთაძემ მართალია მიიღო ღირსეული გადაწყვეტილება, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მე არ მომწონდა“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics