10:11 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-17 13:34:50, 2089 ნახვა

საზოგადოება
საქართველოში 18-20 იანვარს ზოგან შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს

17 იანვარს, დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 18-20 იანვარს ზოგან შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობ რაიონებში +7, +12 გრადუსი დაფიქსირდება.

17 იანვარს, აღმოსავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცივი და ღრუბლიანი ამინდი, ზოგან მცირე თოვლი და ნისლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში ბარში +1, +6 გრადუსი დაფიქსირდება. 18 იანვარს გამოიდარებს, ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურა ბარში ზოგან -8 გრადუსამდე დაიკლებს. 19-20 იანვარს ისევ მოიღრუბლება და მცირე ნალექი, უმეტესად თოვლის სახითაა მოსალოდნელი.

თბილისში 17 იანვარს ცივი, ღრუბლიანი ამინდი შენარჩუნდება, მოსალოდნელია მცირე თოვლჭყაპი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4, +6 გრადუსი იქნება. 18 იანვარს ნალექი მოსალოდნელი არ არის, ღამის საათებში ტემპერატურა -2, -4 გრადუსამდე დაიკლებს.

19-20 იანვარს ისევ შესაძლოა მცირე თოვლჭყაპი აღინიშნოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინაში ომზე: მომდევნო თვეები შესაძლოა კრიტიკული იყოს
ტრამპმა გამოაქვეყნა ასდოლარიანი კუპიურის სურათი, რომელზეც მისი ხელმოწერაა გამოსახული
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics