23:23 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-16 12:31:11, 1535 ნახვა

სამართალი
პირადი ცხოვრების კადრების უკანონო შენახვა-გავრცელებისა და შემაკავებელი ორდერის დარღვევისთვის 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული თ.გ. პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვის, ინტერნეტის საშუალებით მისი გამოყენებისა და გავრცელების, შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის ბრალდებით  დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ყოფილ მეგობარ ქალს -  2001 წელს დაბადებულ  ა.გ.-ს შერიგებას სთხოვდა და სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის გამოც თ.გ.-ს მიმართ, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ჩადენილ ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე, შემაკავებელი  ორდერი გამოიცა.

„ბრალდებულმა დაარღვია შემაკავებელი ორდერის პირობები, კვლავ სთხოვდა ა.გ.-ს შერიგებას, უარის მიღების შემდეგ  კი მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში უკანონოდ ატვირთა და გაავრცელა.

პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვის, გამოყენებისა და გავრცელების, ასევე, შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის  ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, 157-ე პრიმა მუხლის 1-ლი მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს.

დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics