|
2020-01-16 11:26:24, 1147 ნახვა
საზოგადოება
NDI - გამოკითხულთა უმრავლესობა ყველაზე დადებითად ჯარისა და ეკლესიის საქმიანობას აფასებს
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა საქართველოს ჯარის, მართმადიდებლური ეკლესიისა და პოლიციის საქმიანობას კარგად აფასებს. კერძოდ, კითხვაზე “როგორ შეაფასებდით ... საქმიანობას”, შედეგები ასე გადანაწილდა:
საქართველოს ჯარი: 8% - ძალიან კარგად, 44% - კარგად, 31% - საშუალოდ, 9% ცუდად, 2% - ძალიან ცუდად; 6%-მა არ იცის; საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია: 13% ძალიან კარგად, 37% - კარგად, 25% - საშუალოდ, 10% - ცუდად, 2% - ძალიან ცუდად, 12%-მა არ იცის; საქართველოს პოლიცია: 6% - ძალიან კარგად, 37% - კარგად, 35% - საშუალოდ, 15% -ცუდად; 4% - ძალიან ცუდად, 3%-მა არ იცის; სასამართლოები: 1% - ძალიან კარგად, 9% - კარგად; 29% - საშუალოდ; 31%- ცუდად, 14% - ძალიან ცუდად, 16%-მა არ იცის; პარლამენტი: 1% - ძალიან კარგად, 8% - კარგად, 27% - საშუალოდ, 40% - ცუდად; 17% ძალიან ცუდად, 6%-მა არ იცის. კვლევა, 2019 წლის 19 ნოემბერისა და 13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,180 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9 პროცენტი. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)