|
2020-01-16 10:48:18, 902 ნახვა
საზოგადოება
NDI - გამოკითხულთა 59% მიიჩნევს, რომ ქვეყანაში დემოკრატია არ არის
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საქართველოში დემოკრატია არ არის. კერძოდ, კითხვაზე - „თქვენი აზრით, ამჟამად არის ქვეყანაში დემოკრატია?“ - გამოკითხულთა 59%-მა განაცხადა, რომ „არ არის“, 33%-მა აღნიშნა, რომ „არის“, ხოლო 8%-მა - „არ იცის“. რაც შეეხება კითხვას - „რას ნიშნავს თქვენთვის დემოკრატია“ - გამოკითხულთა 54%-მა განაცხადა, რომ მისთვის დემოკრატია „სიტყვის, მედიის თავისუფლება და განსხვავებული აზრის მოსმენაა; 33%-სთვის - თანასწორობა კანონის წინაშე და სამართლიანობის დაცვა; 33%-სთვის - ადამიანის უფლებათა დაცვა; 16%-სთვის - შესაძლებლობა, აკეთო ის, რაც გინდა; 15%-სთვის - სამუშაო ადგილები; 12%-სთვის - თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები; 5%-სთვის - მთავრობის მიერ პრობლემატურ საკითხებზე მისი აზრის გათვალისწინება; 3%-სთვის - არასტაბილურობის; 2%-სთვის - სხვადასხვა პროდუქტების შეძენის შესაძლებლობა; 4%-სთვის - სხვა; 7%-მა კი, განაცხადა, რომ „არ იცის“. კვლევა, 2019 წლის 19 ნოემბერისა და 13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,180 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9 პროცენტი. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)