|
2020-01-15 15:49:07, 1403 ნახვა
კომენტარი
ვახტანგ რობაქიძე - ანრი ოხანაშვილს ქვეყნის მოღალატე ვუწოდე და ამის გამო პოლიციაში დარეკა
„ანრი ოხანაშვილს მივმართე, რომ ის არის ქვეყნის გამყიდველი და მოღალატე, რის გამოც მან დარეკა პოლიციაში“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის მიმართ მუქარის ფაქტზე დაკავებულმა ვახტანგ რობაქიძემ განაცხადა. ამასთან, რობაქიძე ამბობს, რომ ის ოხანაშვილს ინციდენტამდეც იცნობდა. „ანრი ოხანაშვილს მივმართე, რომ ის არის ქვეყნის გამყიდველი, მოღალატე. ამის გამო, მან დარეკა პოლიციაში და დღეს დამაკავეს, მომისაჯეს 3 დღით თავისუფლების აღკვეთა. სხვა არაფერი. ვიცნობდი. ვერ აიტანა ის, რომ ვუთხარი ქვეყნის მოღალატე ხარ-მეთქი. რაც რეალურია, ის ვუთხარი, მეტი არაფერი მითქვამს“, - განაცხადა ვახტანგ რობაქიძემ. შეგახსენებთ, რომ ანრი ოხანაშვილის მიმართ, რომელიც ოჯახთან ერთად ბაკურიანის ერთ-ერთ რესტორანში ვახშმობდა, მისთვის უცნობმა მოქალაქემ მუქარა განახორციელა. აღნიშნულთან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან/და ქონების განადგურების მუქარას გულისხმობს, ხოლო ინციდენტში მონაწილე ერთი პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავა, რაც სამართალდამცველის მიმართ დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ახალციხის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით ბრალდებულს სამ დღიანი პატიმრობა შეუფარდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)