|
2020-01-15 13:30:53, 1277 ნახვა
კომენტარი
სალომე სამადაშვილი Human Rights Watch-ის ანგარიშზე: ეს არის დიდი შავი ლაქა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაზე
„ეს ანგარიში არის ძალიან დიდი შავი ლაქა ქართული ოცნების და ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაზე“,- ასე გამოეხმაურა პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილე, სალომე სამადაშვილი Human Rights Watch-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს, სადაც სხვადასხვა საკითხებთან ერთად, 20 ივნისის მოვლენებზეა საუბარი. როგორც მან აღნიშნა, აქციის დაშლის დროს დაშავებული მოქალაქეების საქმე არავის გამოუძიებია, თუმცა პოლიციელებს დაზარალებულის სტატუსი ძალიან სწრაფად მიანიჭეს. „ეს არის ანგარიში არის ძალიან დიდი შავი ლაქა ქართული ოცნების და ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაზე. მოქალაქეების დაზიანების ფაქტები არ გამოუძიებია არავის დღემდე და არ დაუწყია გამოძიება, თუმცა ვნახეთ, რომ პოლიციელებს ძალიან სწრაფად მიანიჭეს დაზიანებულის სტატუსი. ეს არის ყველაფერი სწორედ ამ ანგარიშში ასახული, იმიტომ რომ დემოკრატიული ქვეყანა, დემოკრატიული ხელისუფლება ასე არ იქცევა“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა. შეგახსენებთ, Human Rights Watch-მა ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ადამიანის უფლებების თვალსაზრისით მსოფლიოში არსებულ მდგომარეობაზეა საუბარი. ანგარიშში 20 ივნისის მოვლენებზეა საუბარი და ნათქვამია, რომ „საქართველოში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შემთხვევებზე სამართალდამცავთა დაუსჯელობა გადაუჭრელ პრობლემად რჩება“.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)