|
2020-01-15 13:05:20, 1110 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერმა საახალწლო ღონისძიებების მომზადებაში ჩართულ პირებს, ორგანიზაციებისა და ბიზნესის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საახალწლო ღონისძიებების მომზადებასა და ორგანიზებაში ჩართულ პირებს, ორგანიზაციებისა და ბიზნესის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა. კახა კალაძის განცხადებით, გასული წელი განსაკუთრებული იყო და საახალწლო ღონისძიებები კარგად იყო ორგანიზებული. „მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, რომლებიც საახალწლო ღონისძიებების მომზადებაში იყო ჩართული და ზოგადად, დედაქალაქის მოსახლეობისთვის საახალწლო განწყობის შექმნაზე ზრუნავდა. ძალიან ბევრი სტუმარი გვყავდა, როგორც საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან, ასევე უცხოელი ტურისტები. ყველა აღფრთოვანებულია. წლევანდელი წელი მართლაც განსაკუთრებული იყო ჩვენი ქალაქისთვის - საახალწლო ილუმინაციებით, საახალწლო სოფელი, რომელიც მართლაც შთამბეჭდავი იყო. ძალიან ლამაზად იყო ყველაფერი ორგანიზებული. ორბელიანის მოედანი, პირველი რესპუბლიკის მოედანი, მთლიანად ქალაქი იყო ძალიან ლამაზად და ყველას, თითოეულ ჩვენს თანამშრომელს მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო, ასევე, ყველა იმ ადამიანს, რომელიც სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობდა და ჩართული იყო. არ შემიძლია არ გამოვყო შინაგან საქმეთა სამინისტრო და საპატრულო პოლიცია, საგანგებო სიტუაციების სამსახური და ასევე, ბიზნესი. ბიზნესის ხელშეწყობითა და ურთიერთთანამშრომლობით, ახალ წელს ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი განვახორციელეთ. მინდა, რომ ეს განწყობა მთელი წლის განმავლობაში გაგვყვეს და ეს დადებითი მუხტი 2020 წელს მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში გამოვიყენოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებმა დედაქალაქში სხვადასხვა ლოკაცია მორთეს. კერძოდ, სან პეტროლიუმ ჯორჯია - Gulf, რომელმაც გეგეშიძის სკვერის გალამაზებაზე იზრუნა; „ლიბერთი ბანკი“, რომელმაც მრგვალი ბაღი მორთო; M2 - სანტას სახლი რესპუბლიკის მოედანზე და შევჩენკოს სკვერი; ჯიპისი - დოდო აბაშიძის სკვერი; „ალდაგი“ - ვაკის პარკი (მთავარი თაღების მიმდებარე ტერიტორია); GWP - ბავშვთა ქალაქი „მზიური“; „არქი“ - ჩიჩილაკების ტყე ორბელიანზე, ფოლკლორული ანსამბლის კონცერტი; „ვისოლი“ - რუსთაველის ვენდისის მიმდებარე ტროტუარი; „გრინვეი“ - ზაარბრიუკენის მოედანი; GLOVO - ჭიაურელის სკვერი; „ტერაბანკი“ - მუხიანის დასახლება, ნოდარ დუმბაძის ქუჩა; „ვილა ძარა ჯგუფი“ - საშობაო ბაზრობა კოსტავას ქუჩაზე; VISA CEMEA HOLDING (ვიზა კემეა ჰოლდინგი) - ბუკიას ბაღი; ემბისი - ვაჟა-ფშაველას მეტროს მიმდებარედ; McDONALD's -სპორტის სასახლის გვერდით ახალი სკვერი; „საბვეი“ - ჰორეკა ჯორჯია - მარჯანიშვილის მოედანი; „სოკარი“ - მთავარი საკონცერტო სცენა რესპუბლიკის მოედანზე; „თიბისი“ - სტარტაპერი - ორბელიანის მოედანი.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)