|
2020-01-14 19:18:16, 1693 ნახვა
სამართალი
პროკურატურა „ბასიანთან“ სამი პირის დაჭრაზე: გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს - შესაძლებელია, ბრალდების კვალიფიკაცია შეიცვალოს
საქართველოს გენერალური პროკურატურა კლუბ „ბასიანთან“ მომხდარ ინციდენტზე განმარტებას აკეთებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და მოპოვებული მტკიცებულებების შეფასებისა და ანალიზის შემდგომ, შესაძლებელია, ბრალდების კვალიფიკაცია შეიცვალოს. „ღამის კლუბ „ბასიანთან“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, 2020 წლის 12 იანვარს შსს-ს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-4 განყოფილებაში შემოსული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით. საქმეზე ამ ეტაპისათვის შეკრებილი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2020 წლის 12 იანვარს, დაახლოებით 02:30 საათზე, ბიძინა ჩაჩხიანი იმყოფებოდა ღამის კლუბ ,,ბასიანში“, რა დროსაც ის არ დაემორჩილა ღამის კლუბში დადგენილ წესებს და გააძევეს კლუბიდან. აღნიშნულის გამო განაწყენებული დაბრუნდა ,,ბასიანის’’ ტერიტორიაზე, ხმამაღლა გინებით ითხოვდა კარის გახნას და სანადირო გლუვლულიანი თოფიდან მოახდინა „ბასიანის“ შესასვლელი კარის მიმართულებით გასროლა. შედეგად, სამმა პირმა მიიღო დაზიანება სხეულის სხვადასხვა მიდამოში. ინციდენტი გაგრძელდა დაახლოებით 5-7 წუთის მანძილზე, რის შემდეგაც ბიძინა ჩაჩხიანმა დატოვა შემთხვევის ადგილი და მიიმალა. შემთხვევიდან რამდენიმე საათში, ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა ბიძინა ჩაჩხიანი, რომლის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა დანაშაულის ჩადენის იარაღი - მასზე შეძენა-შენახვა-ტარების უფლებით რეგისტრირებული 12 კალიბრის, გლუვლულიანი სანადირო თოფი და მისთვის განკუთვნილი ვაზნები. ბრალდებულ ბიძინა ჩაჩხიანს, შემთხვევიდან მეორე დღეს - 2020 წლის 13 იანვარს, გამოძიების მიერ საწყის ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე წარედგინა ბრალდება, დანაშაულისათვის რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მესამე ნაწილით, 117-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ“, მეხუთე ნაწილის ,,გ“ და მე-7 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით. ბრალდების წარდგენა მოხდა კანონით გათვალისწინებულ, დაკავების 48 საათიან ვადაში მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, თუმცა საქმეზე გამოძიება გრძელდება ყოველმხრივ, ჩასატარებელია მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის გამოსაკითხია დაზარალებულები. ისინი უახლოეს პერიოდში გამოიკითხებიან მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)