|
2020-01-14 19:13:11, 1451 ნახვა
კომენტარი
სერგო რატიანი - ხელისუფლება ახალისებს და ხელს უწყობს ოკუპაციას
„ხელისუფლების რიტორიკა, მისი პოლიტიკა ახალისებს და ხელს უწყობს ოკუპაციას“,- ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრი, სერგო რატიანი ოკუპირებულ ახალგორში შექმნილ ვითარებას. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საკითხი საერთაშორისო ასპარეზზე გააქტიურდეს. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არამარტო არაფერს აკეთებს, იმისთვის რომ საერთაშორისო ასპარეზზე გააქტიურდეს და ჩვენი პარტნიორების საშუალებით რუსები იხდიდნენ ფასს მსგავს ქმედებებთან მიმართებაში, არამედ, მისი რიტორიკა, მისი პოლიტიკა ახალისებს და ხელს უწყობს მსგავს ქმედებას. "ქართული ოცნების" ხელისუფლება არათუ არის შემაკავებელი ფაქტორი ამ აგრესიის, არამედ წამახალისებელი ფაქტორია,"- განაცხადა სერგო რატიანმა. შეგახსენებთ, დღეს ოკუპირებული ახალგორიდან საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე კიდევ ერთი პაციენტი არ გამოუშვეს. ახალგორის ე.წ. გამშვები პუნქტი 2019 წლის 4 სექტემბრის შემდეგ ჩაკეტილია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)