|
2020-01-14 16:34:40, 1411 ნახვა
კომენტარი
ციხელაშვილი ჩორჩანას ბორდერიზაციაზე: ეს არის სასიცოცხლო არხის გადაკეტვა, მოსახლეობის მძევლად აყვანა
„ეს არის სასიცოცხლო არხის გადაკეტვა, მოსახლების მძევლად აყვანა, სრულიად დაუშვებელი და მიუღებელი“, - ასე ეხმაურება სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი, სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ დაწყებულ ბორდერიზაციის საკითხს. მინისტრის თქმით, გადაადგილების გასახსნელად ყველა საერთაშორისო ფორმატით, მაქსიმალური ძალების მობილიზება ხდება. „ეს არის სასიცოცხლო არხის გადაკეტვა, მოსახლების მძევლად აყვანა, სრულიად დაუშვებელი და მიუღებელი. ყველა საერთაშორისო ფორმატის გამოყენებით ვცდილობთ, რომ მოხდეს მაქსიმალურად ძალისხმევის მობილიზება და შესაბამისად ზეწოლა საოკუპაციო რეჟიმზე, რომ გადაადგილება გაიხსნას, პირველ რიგში მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა. შეგახსენებთ, სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ, საოკუპაციო ძალებმა უკანონო ინსტალაციები აღმართეს. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, მიმდინარეობს კონსულტაციები საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა უმოკლეს ვადებში გაიმართოს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა, სადაც ცენტრალური ხელისუფლება კვლავ მკაცრად მოითხოვს სოფლების ჩორჩანასა და წაღვლს შორის არსებული ტყის მასივიდან უკანონოდ აღმართული ინსტალაციების დემონტაჟს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)