|
2020-01-14 16:05:29, 1417 ნახვა
კომენტარი
გია ვოლსკი: ჩორჩანაში ოკუპაციის იმ ხაზს ავლებენ, რომელიც სააკაშვილმა დაადგინა 2007 წლის 10 მაისს
„ჩორჩანაში ოკუპაციის იმ ხაზს ავლებენ, რომელიც სააკაშვილმა დაადგინა 2007 წლის 10 მაისს“, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი, სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ დაწყებულ ბორდერიზაციის საკითხს. მისი თქმით, მსგავსი განცხადებების გაკეთება ყოველგვარი აპელირების გარეშე, პოლიტიკური მიზნის მისაღწევი გზაა. „ისინი ოკუპაციის იმ ხაზს ავლებენ, რომელიც სააკაშვილმა დაადგინა 2007 წლის 10 მაისს. ყოველდღე ესეთი განცხადებების კეთება და ყოველგვარი აპელირების გარეშე, თუ რატომ გვაქვს დღეს ასეთი ტრაგიკული მდგომარეობა შექმნილი, სწორედ რომ პოლიტიკური მიზნის მისაღწევი გზაა“, - განაცხადა გია ვოლსკიმ. შეგახსენებთ, სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ, საოკუპაციო ძალებმა უკანონო ინსტალაციები აღმართეს. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, მიმდინარეობს კონსულტაციები საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა უმოკლეს ვადებში გაიმართოს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა, სადაც ცენტრალური ხელისუფლება კვლავ მკაცრად მოითხოვს სოფლების ჩორჩანასა და წაღვლს შორის არსებული ტყის მასივიდან უკანონოდ აღმართული ინსტალაციების დემონტაჟს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)