|
2020-01-13 12:40:46, 1529 ნახვა
სამართალი
განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულს 13 წლით პატიმრობა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და სხვისი ნივთის გაუფრთხილებლობით დაზიანების ფაქტებზე ბრალდებული ე.მ. დამნაშავედ ცნო. პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის აპრილის დასაწყისში, თბილისში, არასრულწლოვანმა ა.ა.-მ და მისმა მეგობრებმა - მ.ჰ.-მ და ე.ჰ-მ, ძმების - გ.ბ.-ს და ს.ბ.-სგან ერთი დღით ავტომანქანა იქირავეს, რომელიც მეორე დღეს მ.ჰ.-მ ვაშლიჯვარში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დააზიანა. „2019 წლის 18 აპრილს, ა.ა-სთან და მის მეგობრებთან შესახვედრად გ.ბ. და ბ.ა. მივიდნენ, სადაც ასევე იმყოფებოდა ი.გ. აღნიშნულ ადგილზე ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ე.მ.-ც მივიდა, რომელიც საუბარში ჩაერია და შელაპარაკება მოუვიდა ი.გ-სთან. აღნიშნულით განაწყენებულმა ე.მ-მ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღიდან შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით ი.გ.-ს დამიზნებით ესროლა. მიღებული დაზიანების შედეგად ი.გ. გარდაიცვალა. ასევე გასროლის შედეგად გამჭოლმა ტყვიამ გ.შ.-ს კუთვნილი ავტომანქანის უკანა კარი დააზიანა. სამართალდამცველებმა ე.მ. თბილისში 2019 წლის 19 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება), 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სხვისი ნივთის გაუფრთხილებლობით დაზიანება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.მ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)