|
2020-01-11 13:34:53, 2967 ნახვა
ეკონომიკა
გენადი არველაძე - თავისუფალი კონკურენციის განვითარება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა
„თავისუფალი კონკურენციის პრინციპების დაცვა და განვითარება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა“, - - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ ევროკავშირის მიერ საქართველოში კონკურენციის სფეროს სამწლიანი პროექტის „საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მხარდაჭერა“ დახურვის ღონისძიებაზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს კანონმდებლობა სრულ ჰარმონიზაციაშია ევროპულთან, მაგრამ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. „დღეს ჩვენი კანონმდებლობა სრულ ჰარმონიზაციაშია ევროპულთან, მაგრამ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი, მათ შორის, საჭიროა ბიზნეს სექტორისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდება კონკურენციის პოლიტიკის შესახებ და მათთვის მეტი ტრენინგებისა და სემინარების ჩატარება. დიდი მადლობა ევროკავშირს აღნიშნული რეფორმის მხარდაჭერისთვის. საქართველოს მთავრობის ამოცანაა ისეთი ინსტიტუციური და სამართლებრივი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბებას და თავისუფალი კონკურენციის დანერგვას ევროკავშირისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. აღნიშნული პროექტი „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების" (DCFTA) მხარდაჭერის მიზნით განხორციელდა და მიზნად ისახავდა საქართველოში კონკურენციის კულტურის დახვეწას და საქართველოში საუკეთესო ევროპული პრაქტიკის დანერგვას. პროექტმა 100-ზე მეტ მნიშვნელოვან ინიციატივას დაუჭირა მხარი, რომელმაც ხელი შეუწყოს კონკურენციის სააგენტოს ინსტიტუციურ გაძლიერებას. ღონისძიებაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსი ვინსენტ რეი.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)