14:52 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-06 13:03:22, 1163 ნახვა

კომენტარი
მამალაძის ადვოკატი - დეკანოზის უფლებების დაცვა სტრასბურგის სასამართლოში მოხდება

„დეკანოზის უფლებების დაცვა სტრასბურგის სასამართლოზე მოხდება“, - ასე უპასუხა „კურიერის“ კითხვას სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა.

მისი თქმით, პრეზიდენტმა ამ გადაწყვეტილებით საზოგადოებაში არა სიმშვიდე, არამედ უფრო მეტი დაძაბულობა შემოიტანა.

„მოლოდინი მქონდა ისეთი, რა გადაწყვეტილებაც მიიღო. იგი არ შეიწყალებდა დეკანოზს,  რადგანაც მე ვამბობდი და ვამბობ, რომ არიან გარკვეული პირები, რომელთაც არანაირად არ სურთ დეკანოზის თავისუფლებაში ყოფნა. ბევრ კითხვებზე, რომლებიც საზოგადოებას აინტერესებს ექნებოდა  პასუხები მოთხოვნილი. დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა და სირცხვილია, როცა პრეზიდენტი ადვოკატებს გვიხსენიებს, თითქოს ჩვენ არგუმენტები არ გვქონდა. გასაგებია, ქვეყანაში, სადაც მართლმსაჯულება არის გარდაცვლილი, სადაც არ არის სამართლიანობა, პრეზიდენტი კი არა, არავინ არაფერს არ შეცვლის. ამიტომ, ჩემი მოთხოვნა და რჩევა იქნება, სანამ ადვოკატებზე იქნება საუბარი, ჩვენს კომპეტენციაზე, ჯერ კარგად გაგვეცნოს, კარგად მოგვისმინოს და მერე ილაპარაკოს. ეს არის დადგმული ნაბიჟი. რომელსაც აპოლიტიკური ნაბიჯი ჰქვია და რომელიც არ გააჩნია პრეზიდენტს. მან  საზოგადოებაში არა სიმშვიდე, არამედ უფრო მეტი დაძაბულობა შემოიტანა ამ უსამართლობით და ამ ყველანაირი იგნორირებით, რასაც სამართლიანობა ჰქვია. ეს გადაწყვეტილება შედიოდა საპატრირქოში მყოფი სასულიერო და საერო პირების და იმ თანამდებობის პირების, რომლებიც ერთმა ქორეპისკოპოსმა ერთხელ ახსენა, რასაც სისულელე და სიშტერე უწოდეს. რაც აწყობთ გასაკეთებელია და რაც არა მიუღებელი. სამომავლოდ დეკანოზის უფლებების დაცვა სტრასბურგის სასამარტლოზე მოხდება“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე არ შეიწყალა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია ფართოდაა გავრცელებული ქართულ მედიაში - რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
"გოგოების გზა ტექნოლოგიებში" - "თეგეტა ჰოლდინგი" გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენციას შეუერთდა
საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ფინანსური ინოვაციების ლაბია - Global Finance
საქართველოს ბანკი, Superteam Georgia-თან პარტნიორობით, Solana-ს ყველაზე დიდი ჰაკათონის მხარდამჭერია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics