|
2020-01-06 12:23:59, 2490 ნახვა
სამართალი
პრეზიდენტმა საშობაოდ 5 პატიმარი შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საშობაოდ 5 პატიმარი შეიწყალა. ამის შესახებ მან ათონელის რეზიდენციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, გადაწყვეტილების მიღებისას შეწყალების ახალი წესით იხელმძღვანელა. „იმ დროს, როცა ქვეყანაში საარჩევნო წელი იწყება, როდესაც რეგიონში და მის ირგვლივ დაძაბულობა და ესკალაციაა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ ერთიანობა და სიმშვიდე, დავძლიოთ პოლარიზაცია და სიძულვილი. დეესკალაცია უნდა იყოს ჩვენი მიზანი ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ. ეს იქნება ჩემი წლის მიზანი. შარშანდელმა შეწყალების აქტმა, საზოგადოებაში გარკვეული ვნებათაღელვა გამოიწვია. ამის შემდეგ, ჩემი ინიციატივით, ახალი კრიტერიუმების შემუშავებამდე, შეწყალების პროცესი დროებით შეჩერდა. კრიტერიუმების ჩამოყალიბებისთვის ვიხელმძღვანელეთ ერთი მხრივ არსებული საერთაშორისო პრაქტიკით და მეორე მხრივ, შესაბამის უწყებებთან გვქონდა კონსულტაციები. შედეგად, შემუშავდა შეწყალების ახალი წესი. ახალი კრიტერიუმები მძიმე დანაშაულის მიმართ, როგორიცაა მკვლელობა, რეციდივი, ოჯახური ძალადობა, ძალადობა ბავშვზე, ნარკოტიკის შემოტანა-გასაღება და ასე შემდეგ, უფრო გამკაცრებული. მსუბუქ დანაშაულებზე პირიქით, შერბილებულია. ეს კრიტერიუმები მე ჩემს თავს დავუწესე, რამეთუ კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტს კონსტიტუციით მინიჭებულ დისკრეციულ უფლებას სხვა ვერავინ შეუზღუდავდა. ხაზგასმით მინდა ვთქვა, როგორც 1 წლის წინ, პარლამენტის წინაშე ჩემს პირველ მოხსენებაში განვაცხადე, შეწყალებას, როგორც ეს დემოკრატიულ ქვეყნებშია დამკვიდრებული, უნდა ჰქონდეს გამონაკლისის სახე. იგი ვერ იქნება სასამართლოს გადაწყვეტილებების გამოსწორების მექანიზმი და ვერც სასამართლოზე მაღლა მდგომი. შეწყალების ახალი კრიტერიუმების ზედმიწევნით დაცვით და ყველა გარემოების გათვალისწინებით, მათ შორის დაზარალებულების განწყობების, მიღებულ იქნა დღევანდელი შეწყალების აქტი, რომელიც ითვალისწინებს 5 ადამიანის შეწყალებას. ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, ეს სია, ისევე როგორც გასული წლის შემთხვევაში, ჩამოყალიბდა ჩემი და მხოლოდ ჩემი პასუხისმგებლობით“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვიმლა. ცნობისთვის, შეწყალებულებს შორის ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე არ არის.
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)