|
2020-01-04 11:47:00, 2265 ნახვა
საზოგადოება
თბილისსა და რეგიონებში გრიპის ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა
დედაქალაქსა და რეგიონებში გრიპის ვირუსით ინფიფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, დეკემბრის ბოლო კვირაში გრიპის ვირუსით ინფიცირებულთა ექიმისთვის მიმართვიანობა წინა წლის ანალოგიოურ პერიოდთან შედარებით ცოტათი გაზრდილია, თუმცა ჰოსპიტალიზაცია ორჯერ ნაკლები იყო. „დეკემბრის ბოლო კვირაში მიმართვიანობა იყო 312 ასი ათას მოსახლეზე, რაც ცოტათი მეტია, ვიდრე იყო შარშან დეკემბერში, მაგრამ ჰოსპიტალიზაცია საბედნიეროდ, ორჯერ ნაკლები იყო შარშანდელთან შედარებით. შემთხვევები ალბათ, ამ კვირიდან მოიკლებს და შემდგომი მატება შეიძლება იყოს თებერვლის ბოლოს ან მარტის დასაწყისში“, - განაცხადა პაატა იმნაძემ. გრიპისმაგვარი შემთხვევების რაოდენობამ რეგიონებშიც იმატა. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის თქმით, აღნიშნული მატება საგანგაშო არ არის და სიტუაცია კონტროლირებადია. „უკანასკნელი კვირის მონაცემებით, გრიპისმაგვარი შემთხვევების რაოდენობამ იმატა, რაც იყო მოსალოდნელი და დამახასიათებელი გრიპის სეზონისთვის. თითქმის ორჯერადი მატება გვაქვს წინა კვირის მონაცემებთან შედარებით, მაგრამ იმაზე ნაკლებია მონაცემი, ვიდრე იყო გასული წლის ანალოგიურ პერიოდში. ეს არ არის საგანგაშო, არ არის შემაშფოთებელი, არის სტაბილური. შემთხვევათა რაოდენობამ შესაძლოა მომდევნო პერიოდში ისევ იმატოს და ესეც იქნება პროგნოზული მატება. სიტუაცია ნამდვილად არის კონტროლირებადი. მოსახლეობას ვთხოვთ, რომ დროულად მიმართონ ოჯახის ექიმებს“,- განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)