05:39 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-02 14:23:31, 2364 ნახვა

საზოგადოება
112 -ს საფასური 1-ელი იანვრიდან 40 თეთრი გახდა

2020 წლიდან უსაფრთხოების მართვის ცენტრის, "112"-ის საფასური ფიზიკური პირებისთვის ორმაგდება.

ფიქსირებული გეოგრაფიული ან არაგეოგრაფიული ზონის, ასევე მობილური სატელეფონო მომსახურების მიმღები აბონენტები ყოველთვიურად 20 თეთრის ნაცვლად 40 თეთრს გადაიხდიან.

"112"-ის საფასური 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ფიზიკური პირებისთვის 20 თეთრი, იურიდიული პირებისთვის კი, 50 თეთრი იყო.

2020 წლიდან ფიზიკური და იურიდიული პირების "112"-ის მომსახურებაში ერთნაირ საფასურს გადაიხდიან. შესაბამისად, იურიდიული პირებისთვის საფასური მცირდება და ოდენობა 40 თეთრით განისაზღვრება.

"112"-ის საფასური გადაიხდევინება თითოეულ სააბონენტო ნომერზე, რომლითაც კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელდა ჯამში 5 ლარზე მეტი ღირებულების მომსახურების შეძენა ან მომსახურებით სარგებლობა.

საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან "სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში" რეგისტრირებული ოჯახის წევრები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics