09:21 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-30 17:17:33, 4548 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა - 2019 წელს პირდაპირი ფრენების გეოგრაფიის მნიშვნელოვან ზრდას შევუწყეთ ხელი

„2019 წელს პირდაპირი ფრენების გეოგრაფიის მართლაც უპრეცედენტო ზრდას შევუწყეთ ხელი. ევროპული მიმართულებების ტურისტული ნაკადები 25%-ით არის გაზრდილი“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტურიზმის წლის შემაჯამებელ პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, განსაკუთრებით საამაყოა, რომ დაბალბიუჯეტიანი, ცნობილი დიდი კომპანიები ზრდიან საქართველოში პირდაპირ ფრენებს, ან ქვეყნის ბაზარზე შემოდიან.

„ეს არის სწორედ იმის საფუძველი, რომ რეკორდულად მაღალი ზრდა გვაქვს იგივე გერმანიიდან, პოლონეთიდან, გაერთიანებული სამეფოდან შემოსული ტურისტების. ასევე გაიზარდა შიდა ტურისტული ვიზიტების რაოდენობაც, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, ყოველივე ამის შედეგად ბევრ უცხოელ სტუმარს შესაძლებლობა მიეცა, იმოგზაუროს საქართველოში მთელი წლის განმავლობაში და განსაკუთრებით, კომფორტულად დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების მეშვეობით.

„ასევე ჩვენს მოქალაქეებსაც აქვთ საშუალება, შეღავათიანად იმოგზაურონ, მათ შორის, საშობაო არდადეგები უცხო ქვეყნებში გაატარონ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

 პრეზენტაციას დაესწრნენ პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, ასევე მთავრობის სხვა წევრები, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
ცენტრალური სარდლობა: აშშ-ის ძალებმა ჰორმუზის სრუტეში ირანის 10 სამხედრო ობიექტი დაბომბეს
ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ქუვეითსა და ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics