|
2019-12-30 16:51:52, 3765 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - მიმდინარე წლის ეკონომიკურ მიღწევებზე საუბრისას, რა თქმა უნდა, გამოვყოფდი პრივატიზების მასშტაბურ პროგრამას
„მდინარე წლის ეკონომიკურ მიღწევებზე საუბრისას, რა თქმა უნდა, გამოვყოფდი დაჩქარებული, მასშტაბური პრივატიზების პროგრამას“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტურიზმის 2019 წლის ანგარიშის წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, დაიწყო უპრეცედენტო და ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა „100 საპრივატიზაციო შეთავაზება ბიზნესს", რაც აქამდე აუთვისებელი ობიექტების ეკონომიკურ ბრუნვაში ჩართვას გულისხმობს. ამასთან, მინისტრის განცხადებით, კიდევ ერთი მიღწევაა საკნონმდებლო დონეზე მიწის რეფორმის დაწყება და მიწის რეგისტრაციის დაჩქარება, რაც ამ რესურსსაც უფრო მეტად ჩართავს 2020 წელს ბრუნვაში. „გარდა ამისა, ჩვენ დავიწყეთ წიაღის რეფორმა, რომლის ფარგლებშიც წიაღის მოპოვების ლიცენზიები უფრო აქტიურად გაიცემა და რაც მთავარია, აქცენტი იქნება გადამუშავებაზე - რომ არა მარტო მოვიპოვოთ წიაღისეული ნედლი სახით, არამედ გადავამუშაოთ ქვეყანაშივე და ახალი სამუშაო ადგილები შევქმნათ", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)