05:39 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-30 14:17:06, 1763 ნახვა

საზოგადოება
ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება

ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. 31 დეკემბრის 23:00-დან 1 იანვრის 04:00 საათამდე, 76 მარშრუტზე 160 ერთეული ავტობუსი, საშუალოდ 30-წუთიანი ინტერვალით იმოძრავებს. ტრანსპორტი მგზავრებს სადღესასწაულო ღონისძიების ადგილამდე - პირველი რესპუბლიკის მოედნამდე, ასევე, მეტროსადგურებამდე და ცენტრალურ სატრანსპორტო კვანძებამდე გადაიყვანს.

გარდა ამისა, 31 დეკემბერს, თბილისის მეტროს და საბაგირო „რიყე-ნარიყალას“ სამუშაო საათები გახანგრძლივდება და მგზავრებს უფასოდ გადაადგილების შესაძლებლობა ექნებათ. ამ რეჟიმში თბილისის მეტრო 31 დეკემბრის 23:00-დან პირველი იანვრის 04:00 საათამდე, ხოლო საბაგირო - 03:00 საათამდე. 

თბილისის მეტრო გახანგრძლივებული გრაფიკით იმუშავებს შობის ღამესაც და მგზავრებს 04:00 საათამდე მოემსახურება.

დედაქალაქის მოსახლეობას ახალი წლის ღამეს ავტობუსების შემდეგი ნომრები მოემსახურება: N1, N2, N3, N4, N6, N7, N8, N10, N11, N12, N13, N14, N15, N18, N19, N20, N22, N23, N25, N27, N28, N30, N31, N34, N36, N37, N39, N40, N41, N42, N43, N44, N45, N47, N48, N49, N52, N53, N55, N56, N58, N59, N60, N62, N63, N66, N68, N70, N71, N73, N74, N75, N76, N77, N78, N79, N80, N82, N84, N87, N88, N90, N91, N95, N99, N101, N103, N104, N106, N108, N109, N110, N112, N121, N122 და N140.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics