|
2019-12-30 12:50:00, 3741 ნახვა
კომენტარი
გახარია - მთავრობას და ოპოზიციას სხვადასხვაგვარად გვაქვს განაწილებული პასუხისმგებლობა, თუმცა ქვეყანას ერთად უნდა მოვუაროთ
2019 წელი საკმაოდ დინამიური და გამოწვევებით სავსე წელი იყო, თუმცა გვქონდა სერიოზული მიღწევებიც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის 2019 წლის ბოლო სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, საკმაოდ მაღალი იყო პოლარიზაცია საზოგადოების სოციალურ ცხოვრებაში, თუმცა ყველას კარგად უნდა ახსოვდეს, რომ ხელისუფლება როგორც ოპოზიციის, ასევე მთავრობის ერთიანი ჯაჭვია. „რა თქმა უნდა, ჩვენ სხვადასხვანაირად გვაქვს გადანაწილებული პასუხისმგებლობა, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაზე და ყველამ ერთად მოვუაროთ ჩვენს ქვეყანას", - განაცხადა პრემიერმა. მთავრობის მეთაურმა გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა მთავრობის წევრებს, წინამორბედ მამუკა ბახტაძეს და მინისტრთა კაბინეტის ყოფილ წევრებს. „მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობის ყველა წევრს გაწეული უაღრესად მნიშვნელოვანი სამუშაოსთვის. დიდი მადლობა კაბინეტის ყველა ყოფილ წევრს, ჩემს წინამორბედ მამუკა ბახტაძეს 2019 წელს დაწყებული შრომისთვის. გილოცავთ დამდეგ ახალ წელს, გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს პროფესიულ საქმიანობაში და ქვეყნის განვითარებაში", - განაცხადა პრემიერმა.
სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია ფართოდაა გავრცელებული ქართულ მედიაში - რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
"გოგოების გზა ტექნოლოგიებში" - "თეგეტა ჰოლდინგი" გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენციას შეუერთდა
საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ფინანსური ინოვაციების ლაბია - Global Finance
საქართველოს ბანკი, Superteam Georgia-თან პარტნიორობით, Solana-ს ყველაზე დიდი ჰაკათონის მხარდამჭერია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)