|
2019-12-30 10:25:42, 1966 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავამ პემზის ბლოკის გადამამუშავებელი საწარმო დაათვალიერა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, რომელიც ბორჯომში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში ინერტული მასალების ლიცენზიატი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ წაღვერში შპს „ა1 პემზას" საწარმო დაათვალიერა. მინისტრი გაეცნო თანამედროვე დასავლური ტექნოლოგიით პემზის ბლოკის დამზადების პროცესს, რომელიც სამშენებლო მიზნებით აქტიურად გამოიყენება და მაღალი თბოიზოლაციით ხასიათდება. კომპანია ფლობს ლიცენზიას ოკამის ვულკანური წიდის საბადოზე და მოპოვებულ ნედლეულს იყენებს პემზის ბლოკის დასამზადებლად, რომელიც აქტიურად გამოიყენება სამშენებლო სამუშაოებში. კომპანია დამუშავებული რესურსით ამარაგებს ადგილობრივ ბაზარს. კომპანიამ განახორციელა 3 000 000 ლარის ინვესტიცია. საწარმოს მშენებლობა დასრულდა 2019 წლის დეკემბერში. შპს "ა1 პემზაზე" წიაღის ეროვნულმა სააგენტომ 2019 წლებში გასცა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, სოფ. ოკამის მიმდებარე ტერიტორიაზე, „ოკამის" ვულკანური წიდის მოპოვებაზე. კომპანია ლიცენზიების მოქმედების ვადაში დაასაქმებს 48 ადგილობრივ მოქალაქეს. მომდევნო წლებში აღნიშნული კომპანია დასაქმებული ადამიანების რაოდენობას გაზრდის.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)