00:23 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-25 17:32:59, 602 ნახვა

საზოგადოება
"თბილისი 2015"-ის ღონისძიებების დროს რამდენიმე ქუჩა დაიკეტება

ევროპის მე-13 ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალ "თბილისი 2015"-თან დაკავშირებით, ოლიმპიადის ჩატარების პერიოდში რამდენიმე ქუჩა დაიკეტება.

როგორც “ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, ოლიმპიური ფესტივალის გახსნის დღეს, 26 ივლისს,  18:20 საათიდან 19:40 საათამდე და 22:00 საათიდან 22:30 საათამდე სრულად დაიკეტება მიხეილ მესხის სახელობის (ყოფილი "ლოკომოტივის") სტადიონის მიმდებარე ტერიტორია – წერეთლისა და ჭავჭავაძის ქუჩების გადაკვეთიდან კუს ტბის ასახვევამდე.

ამ  მიმართულებით  მოძრავი #9, 34, 51 ავტობუსების  ნაწილი იმოძრავებს სადგურის მოედნიდან ვაკის პარკამდე, ნაწილი კი ბაგების დასახლებიდან - ვაკის სასაფლაომდე.

რაც შეეხება მიკროავტობუსებს, #32,120,126,170,202 მარშრუტები იმოძრავებს ვაკის პარკამდე, ხოლო #44,73,81,171,195 მარშრუტები ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირიდან თამარაშვილის ქუჩაზე მოძრაობას გააგრძელებს წერეთლის ქუჩის გადაკვეთამდე, უკან თამარაშვილის ქუჩაზე იმოძრავებს დადგენილი სქემით. #4 (მ/ს "300 არაგველიდან") და #131 (ორთაჭალიდან) მიკროავტობუსები იმოძრავებს ვაკის პარკამდე.

მერიის ინფორმაციით, მომდევნო დღეს,  27 ივლისს 15:00 საათიდან 18:00 საათამდე დაიკეტება აღმაშენებლის ხეივნის მცხეთისკენ მიმავალი მიმართულება, საპირისპირო-მცხეთიდან თბილისში შემომავალ მიმართულებაზე იქნება ორმხრივი მოძრაობა.

28 ივლისს 08:00 საათიდან 20:00 საათამდე დაიკეტება აღმაშენებლის ხეივნის  მცხეთისკენ მიმავალი მიმართულება, მცხეთიდან თბილისში შემომავალ მიმართულებაზე კი იქნება ორმხრივი მოძრაობა.

ორივე დღეს აღნიშნულ ტერიტორიაზე მოძრავი #14 და # 15 ავტობუსები  ჰიპერმარკეტ ,,გუდვილამდე" გადაადგილდებიან დიღმის მასივის გავლით დიდი დიღმის მიმართულებით,  დიდი დიღმიდან კი, დადგენილი სქემით.

29 ივლისს 15:00 საათიდან 19:00 საათამდე დაიკეტება გზა თბილისის ზღვის მიმდებარე ავტომაგისტრალზე -„ოლიმპიური სოფლიდან“  „ზღვის უბნის“ მიმართულებით.

30 ივლისს 08:00 საათიდან 19:00 საათამდე სრულად გადაიკეტება თბილისის ზღვის მიმდებარე ავტომაგისტრალი.

ორივე დღეს # 111 ავტობუსი „გადასასველი ხიდიდან“ იმოძრავებს   „ჯინო ფერედაისის“ კომპლექსამდე. #60 ავტობუსი მ/ს-დან  „ღრმაღელე“, მუხრანის ქუჩის გავლით, თბილისის ზღვის სასაფლაომდე გადაადგილდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics