|
2019-12-26 12:10:01, 3324 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ერთ პირს 12 წლით, ხოლო მეორეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის და ნარკოტიკული საშუალების გასაღებისთვის ბრალდებულს 12 წლით, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. „თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებიდა არაერთგზის ჩადენილი ნარკოტიკული საშუალების და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის, ასევე ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებისთვის (ორი ეპიზოდი) ტ.ი. დამნაშავედ ცნო. ამავე განაჩენით ასევე ე.ჯ. დამნაშავედ იქნა ცნობილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევმა და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ტ.ი.-მ უკანონოდ შეიძინა და შეინახა სხვადასხვა ოდენობის ნარკოტიკული ნივთიერება „ჰეროინი“ და 2019 წლის 27 მარტს 0,1156 გრ. - 400 ლარად, ხოლო 2 აპრილს 0,1475 გრ. 500 ლარად გაასაღა მოქალაქეზე. სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ ტ.ი.-მ და ე.ჯ.-მ უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“, ტ.ი. 137,15 გრ., ხოლო ე.ჯ. 147,36 გრ. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები სამართალდამცველებმა მათი პირადი ჩხრეკის შედეგად ამოიღეს. სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული 2019 წლის 22 აპრილს ქ.თბილისში დააკავეს. ტ.ი.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ორი ეპიზოდი) და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა ჩადენილი არაერთგზის, ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება (ორი ეპიზოდი) და არაერთგზის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვა), ხოლო ე.ჯ.-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვა) წარედგინათ. ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. თბილისის საქალაქო სასამართლომ ტ.ი. და ე.ჯ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად ტ.ი-ს 12 წლით, ხოლო ე.ჯ-ს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)