|
2019-12-26 10:25:29, 1134 ნახვა
საზოგადოება
პირველი რესპუბლიკის მოედანზე დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო
პირველი რესპუბლიკის მოედანზე დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. ცერემონიას თბილისის მერი კახა კალაძე დაესწრო. დედაქალაქის მერის განცხადებით, საახალწლო ღონისძიებები ყოველდღიურად, 13 იანვრის ჩათვლით პირველი რესპუბლიკისა და ორბელიანის მოედნებზე გაიმართება. „მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ღონისძიების მომზადებაში იყო ჩართული, მადლობა ყველა აქ მოსულ ადამიანს, მადლობა მათაც, რომელთაც გულით უნდოდათ მოსვლა და ვერ მოახერხეს. დღეიდან 13 იანვრის ჩათვლით ყოველდღე შესაძლებელია მობრძანდეთ აქ, საახალწლო სოფელში, სადაც 12:00 საათიდან 00:00 საათამდე გელოდებათ სხვადასხვა საინტერესო კონცერტი, წარმოდგენები, მულტფილმების გმირები. ქალაქში ორი ლოკაცია იქნება: პირველი რესპუბლიკის მოედანი და ორბელიანის მოედანი, სადაც საახალწლო ღონისძიებები გაიმართება და შეგიძლიათ, თქვენს შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად მობრძანდეთ“, - განაცხადა კახა კალაძე. მისივე თქმით, მაქსიმალურად შეეცადნენ, რომ დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე ბუნებრივ ნაძვის ხესთან ყოფილიყო მიმსგავსებული, რაც მსოფლიოში ტრენდს წარმოადგენს. ღონისძიება საგანგებო წარმოდგენით გაიხსნა, რომელმაც მაყურებელი ზღაპრული მატარებლით დროში ამოგზაურა. ცნობილმა არტისტებმა საყვარელი საბავშვო ფილმების გმირები გააცოცხლეს. წარმოდგენის რეჟისორი იყო ნიკოლოზ შველიძე, კომპოზიტორი - მიხეილ მდინარაძე, ხოლო ქორეოგრაფები ანჟელა თოხაძე და ნატალია კიკალეიშვილი. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ნინო ქათამაძე, ლევან მასპინძელაშვილი, დუტა სხირტლაძე, ნატალია ქუთათელაძე, რუსკა მაყაშვილი, მიშო ჯავახიშვილი, ეკა დოლიძე, ნიკო ვასაძე, თბილისის ბავშვთა კაპელა, ანსამბლი „ბზიკები“ და ნინო ანანიაშვილის ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო სკოლა. წარმოდგენა ფოიერვერკით დასრულდა. თბილისის მერმა პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოწყობილი საახალწლო სოფელიც დაათვალიერა. მთავარი ნაძვის ხის ანთების ცერემონიას საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, თბილისის მერის მოადგილეები: სოფიო ხუნწარია, მაია ბითაძე, ილია ელოშვილი, ირაკლი ბენდელიანი, ასევე საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები, პარლამენტისა და საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)