03:18 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-25 14:55:55, 1342 ნახვა

საზოგადოება
ილია მეორე - ჩვენი ერი ღვთისაგან დაჯილდოებულია სიყვარულით და ამ სიყვარულს უნდა გავუფრთხილდეთ

„ჩვენი ერი ღვთისაგან დაჯილდოებულია სიყვარულით და ამ სიყვარულს უნდა გავუფრთხილდეთ“, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სვეტიცხოვლის ტაძარში განაცხადა, სადაც პატრიარქის აღსაყდრებასთან დაკავშირებით საზეიმო წირვა-ლოცვა გაიმართა.

საქართველოს პატრიარქმა ქართველ ერს სიყვარულისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ დღეს ნამდვილად ისტორიული დღეა.

„თქვენო აღმატებულებავ ბიძინა, თქვენო აღმატებულებავ პრემიერ-მინისტრო, თქვენო აღმატებულებავ პარლამენტის თავმჯდომარევ. დღეს ნამდვილად არის ისტორიული დღე და ეს არის ღვთის დიდი წყალობა, ღვთის მადლი, რომელიც მოგვფინა ჩვენ ყველას. მე მადლობელი ვარ ღვთისა და ჩვენი ერისა, რომ მომეცა საშუალება შემესრულებინა ეს საქმე, ჩვენი ერი ღვთისაგან დაჯილდოებულია სიყვარულით და ამ სიყვარულს უნდა გავუფრთხილდეთ. სიყვარულზე სიძულვილით არ უნდა ვუპასუხოთ. დალოცვილი იყავით. მადლობელი ვარ თქვენი სიყვარულისთვის. ჩვენთან არს ღმერთი“, - განაცხადა პატრიარქმა.

შეგახსენებთ, რომ  25 დეკემბერი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის აღსაყდრების დღეა. აღნიშნულთან დაკავშირებით სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო საღმთო ლიტურგია შესრულდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics