02:16 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-24 13:33:51, 842 ნახვა

საზოგადოება
საინფორმაციო კამპანია „გარემოსდაცვითი დემოკრატია - ადამიანის უფლებები და ვალდებულებები“ 2019 წლისათვის ქ.რუსთავში გამართული ტრენინგებით დასრულდა

საინფორმაციო კამპანია “გარემოსდაცვითი დემოკრატია - ადამიანის უფლებები და ვალდებულებები” 2019 წლისათვის ქ.რუსთავში გამართული ტრენინგებით დასრულდა.

ქ.რუსთავში ჩატარებულ ტრენინგში მონაწილეობას იღებდნენ მუნიციპალიტეტების საჯარო, ადგილობრივი არასამთავრობო და მედია სექტორის წარმომადგენლები. აღნიშნული ტრენინგების ჩატარება მიზნად ისახავდა ორჰუსის კონვენციით ქვეყნის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობას და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ადამიანის გარემოსდაცვითი უფლებების შესახებ.

კამპანიის ფარგლებში ტრენინგი “გარემოსდაცვითი დემოკრატია - ადამიანის უფლებები და ვალდებულებები” საქართველოს ყველა მხარეში ჩატარდა. ტრენინგებზე მონაწილეობა საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა მიიღეს და ჯამში 500-მდე საჯარო მოხელე და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგნელები გადამზადდნენ.

ორჰუსის კონვენცია, რომლის მხარეც საქართველო 2001 წელს გახდა, ხელმომწერ სახელმწიფოებს ავალდებულებს, უზრუნველჰყონ გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობა და ამ სფეროში მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აღნიშნულ საინფორმაციო კამპანიას 2020 წლიდან კვლავ გააგრძელებს და მოსამართლეებს, პროკურორებსა და საზოგადოების სხვა დაინტერესებულ ჯგუფებს გადაამზადებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics