01:50 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-24 12:17:33, 2267 ნახვა

პოლიტიკა
შსს - აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტი ქართველი სამართალდამცავების მიერ ჩატარებულ ღონისძიებებს პოზიტიურად აფასებს

აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა პოზიტიური შეფასება მისცა ქართველი სამართალდამცავების მიერ ჩატარებულ ღონისძიებებს, ასევე საქართველოსა და აშშ-ს შესაბამის უწყებებს შორის უპრეცედენტო თანამშრომლობას, რის შედეგად ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს, რომლებიც „GozNym“-ის სახელით ცნობილ მავნე პროგრამას იყენებდნენ.

როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს, ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობის შედეგად ასეულ მილიონობით დოლარის ოდენობის ზიანი მიადგა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს. აღნიშნულის შესახებ ვრცელი ინფორმაცია ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.

ქართველი სამართალდამცველების მიერ ჩატარებული წარმატებული ღონისძიებების შესახებ საკუთარი მოსაზრება ამერიკის შეერთებული შტატების პროკურორმაც დააფიქსირა.

„ „GozNym“-ის საერთაშორისო დანაშაულებრივი სინდიკატის დევნა განხორციელდა ევროპოლში სამართალდაცვით სფეროში პარტნიორებთან თანამშრომლობითა და მაისში. მე განვაცხადე, რომ საერთაშორისო კიბერდანაშაულის გამოწვევები საჭიროებს საერთაშორისო რეაგირებას. მინდა მოვულოცო და პერსონალური მადლობა გადავუხადო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავარ პროკურატურას გამოძიების პროცესის უზრუნველსაყოფად გაწეული შრომატევადი საქმიანობისათვისა და ერთგულებისთვის, ასევე მონდომებისთვის რათა ამერიკაში და მსოფლიოს გარშემო განხორციელებულიყო მართლმსაჯულება „GozNym“-ის ქსელით დაზარალებულთათვის“,  - ამბობს პროკურორი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics