|
2019-12-23 10:57:26, 848 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქის მერმა ზაქარიაძის N3-ში მოსახლეობის მიერ გამწვანებული ტერიტორია დაათვალიერა
საბურთალოს რაიონში, ზაქარიაძის N3-ში, ამხანაგობისა და გამგეობის მხარდაჭერით, ადგილობრივმა მოსახლეობამ ეზო და მიმდებარე ტერიტორია მოაწესრიგა და გაამწვანა. შესრულებული სამუშაოები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, რაიონის გამგებელთან გაიოზ ვასაძესთან და „ამხანაგობა 100“-ის თავმჯდომარე ლევან მშვილდაძესთან და ერთად დაათვალიერა. თბილისის მერის განცხადებით, ადგილობრივი მცხოვრებლების ამგვარ ინიციატივებს მუნიციპალიტეტი ყოველთვის მხარს დაუჭერს. „ადგილობრივი მოსახლეობის სლოგანია - „სახლი ეზოდან იწყება“, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ეს მიდგომა და დამოკიდებულება უნდა იყოს თბილისის ყველა რაიონში, ყველა უბანში. ადამიანები თვითონ უვლიან თავიანთ დარგულ ხეებს, მცენარეებს. ამაში ჩართული ჰყავთ ბავშვები და პატარაობიდან ასწავლიან, თუ როგორ უნდა მოუარონ და გაუფრთხილდნენ ამ ყველაფერს. ამ მიმართულებითა და მიდგომით მთლიანად ქუჩის გამწვანებას, მოვლასა და პატრონობას აპირებენ, რაც მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია. ჩვენ ყოველთვის ხელს შევუწყობთ ამ კეთილ და ძალიან კარგ საქმეს“, - განაცხადა კახა კალაძემ. ზაქარიაძის ქუჩა N3-ში ადგილობრივმა მცხოვრებლებმა საკუთარი ინიციატივით, უკანონო ღობეები მოხსნეს და ავტოფარეხების დემონტაჟი განახორციელეს. აღნიშნული ტერიტორია შემდგომში მოწესრიგდა, დამონტაჟდა დეკორატიული ლამპიონები, გაკეთდა სარწყავი სისტემა. ეზოში დაირგო სხვადასხვა ჯიშის ნერგი, რომლის მოვლა-პატრონობას თავად მოსახლეობა ახორციელებს. აღნიშნული ეზოს მაგალითი სხვებისთვისაც მაგალითი აღმოჩნდა და საკუთარი ეზოების მოწესრიგების პროცესში კიდევ 15 ამხანაგობა ჩაერთო. საბურთალოს რაიონის გამგეობის მიერ კი, ზაქარიაძის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაო ჩატარდა. განხორციელდა ორი დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია, დაირგო სხვადასხვა ჯიშის ასობით ხე-მცენარე, დაიგო ბალახის საფარი, ხეებს გაუკეთდა მულჩირება, დამონტაჟდა საპარკე სკამები. დედაქალაქის მერთან ერთად, ზაქარიაძის N3-ში საბურთალოს რაიონის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი დავით უთმელიძე და საკრებულოს წევრი შალვა ოგბაიძე იმყოფებოდნენ.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)