01:13 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-21 16:11:21, 2710 ნახვა

საზოგადოება
ცოტნე გამსახურდიას მეუღლე: კატეგორიულად არ ვეთანხმები, რომ 1 ადამიანი დაესხა თავს და 4 მოწმედ იმყოფებოდა

„კატეგორიულად არ ვეთანხმები, რომ 1 ადამიანი დაესხა თავს ცოტნეს და 4 მოწმედ იმყოფებოდა“, - ამის შესახებ ცოტნე გამსაურდიას მეუღლემ, ანა ჯაბუამ განაცხადა.

მისი თქმით, ის გამოძიებას უნდობლობას არ უცხადებს, თუმცა კატეგორიულად არ ეთანხმება მის ვერსიას.

„ჯერჯერობით გამოძიებას ჩემთვის საფუძველი არ მოუცია, რომ არ ვენდოთ, ყოველშემთხვევაში აქამდე არ გამომიცხადებია გამოძიებისთვის უნდობლობა, პირიქით მადლობაც გადავუხადე ოპერატულობითვის, მაგრამ მე მინდა დავაზუსტო, ვერსიას კატეგორიულად არ ვეთანხმები, რომ 1 ადამიანი დაესხა თავს ცოტნეს და 4 იქ მოწმედ იმყოფებოდა, როგორ ერთ ადამიანს ერთ ხელში დანა ეჭირა, მეორეთი ურტყამდა და მესამეთი ბლაგვი საგანი? ცოტნე იყო ძალიან ძლიერი, ვარჯიშობდა ბევრს, ფიზიკურადაც დიდი და ჯანმრთელი იყო და ცოტნეს ვერც ერთი და ვერც ორი ადამიანი ვერ მეორეოდა“, - განაცხადა ანა ჯაბუამ.

შეგახსენებთ, რომ ცოტნე გამსაურდია 19 დეკემბერს, საკუთარ სახლთან დაჭრეს. მას ბასრი საგნით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული, რის გამოც გადაუდებელი ოპერაციები ჩაუტარდა.

განზრახ მკვლელობის მცდელობის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე გამოძიება სსკ-ს 19-108-ე მუხლით და 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. ამ საქმეზე 5 პირია დაკავებული. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics