13:43 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-20 18:21:41, 2493 ნახვა

კომენტარი
მდინარაძე: გაფრინდაშვილი ოკუპაციის მსხვერპლია - დღევანდელი გადაწყვეტილება არანაირ სამართლის ნორმებსა და მორალში არ ჯდება

„უნდა გავაგრძელოთ ძალისხმევა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, რომ მაქსიმალურად უზრუნველვყოთ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება. არ მგონია, ექიმი ამ ხნის განმავლობაში დარჩეს საპატიმროში“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

მდინარაძე ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლოს მიერ ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილისთვის 1 წლითა და 9 თვით პატიმრობის შეფარდებას არალეგიტიმური უწოდა.

პარლამენტის ვიცესპიკერის თქმით, ამ განაჩენით, საოკუპაციო რეჟიმი სჯის ადამიანს, რომელმაც სწორი მოქალაქეობრივი პოზიცია დაიკავა.

„ვაჟა გაფრინდაშვილი არის ოკუპაციის მსხვერპლი და არის ადამიანი, რომელიც ისჯება, ალბათობის ძალიან მაღალი ხარისხით, იმ სიტყვებისთვის, იმ ჩვენებისთვის, რომელიც საოკუპაციო რეჟიმის არალეგიტიმურ სასამართლოს თუ გამოძიებას მისცა,  რომ მას არანაირი საზღვარი არ გადაუკვეთია და საზღვარი ქვეყნის შიგნით ვერ იარსებებს. აქედან გამომდინარე, მარტივია დასკვნები. საოკუპაციო რეჟიმი თავისას ცდილობს, რომ ასეთი სიტყვებისთვის დასაჯოს ადამიანი, რომელმაც დაიჭირა სწორი მოქალაქეობრივი პოზიცია“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics