|
2019-12-20 17:10:19, 1164 ნახვა
საზოგადოება
ველური ბუნებისა და ნადირობის სექტორში განხორციელებული საკანონმდებლო და ინსტიტუციური ცვლილებების პრეზენტაცია გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO), „ველური ბუნების მდგრადი მართვის მართვის შესაძლებლობების გაძლიერების“ სამწლიანი პროექტის შედეგები შეაჯამა. პროექტის ფარგლებში მომზადდა „ნადირობისა და სანადირო სახეობების მართვის შესახებ“ კანონპროექტი, ჩამოყალიბდა ველური ბუნების ეროვნული სააგენტო და განხორციელდა ევროპული ტიპის სამონადირეო მეურნეობის განვითარებისთვის საჭირო ღონისძიებები. ღონისძიება FAO-ს პროექტის მენეჯერმა, თინათინ კბილაშვილმა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ გახსნეს. მათ სამონადირეო სექტორში მიღწეულ იმ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ცვლილებებზე ისაუბრეს, რომლებიც პროექტის ფარგლებში მომზადდა და განხორციელდა. „პროექტის ფარგლებში FAO-ს ექსპერტების ჩართულობით შემუშავდა რეკომენდაციები ევროპული სტანდარტების შესაბამისი სამონადირეო სექტორის ჩამოსაყალიბებლად, გადაიდგა შესაბამისი ქმედითი ნაბიჯები, რომელთა შორის, ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ჩამოყალიბება „ნადირობისა და სანადირო სახეობების მართვის“ შესახებ კანონპროექტის მომზადება უმნიშვნელოვანესია“, - განაცხადა თინათინ კბილაშვილმა „ნადირობისა და სანადირო სახეობების მართვის“ შესახებ წინასწარი კანონპროექტის პრეზენტაცია ველური ბუნების სააგენტოს უფროსმა, რევაზ ბეჟაშვილმა გააკეთა. კანონის განხორციელების შედეგად საქართველოში მოხდება ნადირ-ფრინველის პოპულაციებისა და ჰაბიტატის აღწერა, შეფასება და მუდმივმოქმედი მონიტორინგი, სახეობათა აღწერა, ისევე როგორც მათი გამრავლების დაგეგმვა და ხელშეწყობა, ევროპული ტიპის სამონადირეო მეურნეობების შექმნა, საქართველოს ტურისტული პროდუქტის დივერსიფიკაცია, სამუშაო ადგილების შექმნა და მაღალმთიანი რეგიონების განვითარება. შეხვედრას, მთავრობის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამონადირეო გაერთიანებების წარმომადგენლები დაესწრნენ.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)