00:26 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-20 14:31:38, 2386 ნახვა

პოლიტიკა
ელიზაბედ რუდი: ხელისუფლება და ოპოზიცია თანხმდება, რომ დიალოგი იანვარში გაგრძლდება

„მივესალმები ფაქტს, რომ მმართველმა პარტიამ მოლაპარაკებების მაგიდასთან ახალი წინადადება წარადგინა“, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა განაცხადა.

რუდის თქმით, ხელისუფლება და ოპოზიცია თანხმდება, რომ დიალოგის მაგიდას იანვარში დაუბრუნდებიან.

„მინდა აღვნიშნო, რომ ეს დიალოგი არის ამ ფორმატის ღირებულების კიდევ ერთი დემონსტრირება, რადგან ოპოზიციის წარმომადგენლები და მმართველი ძალა განიხილავენ პრობლემებს, გამოწვევებს, რომლებსაც ამ კრიტიკულ სიტუაციაში ვხვდებით.

მე მივესალმები ფაქტს, რომ მმართველმა პარტიამ მოლაპარაკებების მაგიდასთან ახალი წინადადება წარადგინა. მხარეებმა ამ შეთავაზებასთან დაკავშირებით გაცვალეს აზრები. დღეს შეთანხმება არ მიღებულა, თუმცა ყველა დაეთანხმა იმას, რომ დიალოგი იანვარში გაგრძელდეს“, – განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics