|
2019-12-18 23:31:31, 1174 ნახვა
საზოგადოება
შსს-სთან მორიგი აქცია გაიმართა სადაც ვითარება პერიოდულად იძაბებოდა
"ამ სისტემის დედაც!" - შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მდუმარე აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ღობეზე გააკრეს სტიკერები წარწერით — "სირცხვილია". მათი თქმით, უნდა გადადგეს შს მინისტრის მოადგილეები, კახა საბანაძიე და ნინო ცაციაშვილი. მათი თქმით, თუკი ამ პირებს არ გადააყენებს, გომელაური თავად უნდა გადადგეს. პერიოდულად, აქციაზე სიტუაცია იძაბება. ცოტა ხნის წინ, მოძრაობა „სირცხვილიას“ წარმომადგენლებმა შსს-ს შენობასთან შუშის ღობეზე სტიკერები გააკრეს და ასფალტზე წარწერა გააკეთეს. სამოქალაქო აქტივისტის, გიგა მაქარაშვილის განცხადებით, ხვალ მათი პროტესტი კლავ გაგრძელდება. "ხვალ ისევ მშვიდობიანად და პოლიტიკური განცხადებების გარეშე ავარჩევთ ახალ ლოკაციას და გავაგრძელებთ იმ სიტყვების დაწერას, რის გამოც მოზარდი გარდაიცვალა", - განაცხადა გიგა მაქარაშვილმა. შეგახსენებთ, საქმე ეხება სკოლის კედელზე გაკეთებულ წარწერას - „ამ ცხოვრების დედაც“, რომლის გამოც, ადმინისტრაციამ პოლიცია გამოიძახა. სამართალდამცველებმა ვიდეო კამერების ჩანაწერებით ვერ მოახერხეს იმ მოზარდის იდენტიფიცირება, რომელმაც წარწერა გააკეთა, შესაბამისად, მათ არასრულწლოვნები გამოკითხვაზე დაიბარეს. სწორედ გამომძიებლების მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობა სახელდება მოზარდის მიერ თვითმკვლელობის მთავარ მიზეზად. საქმეს ამ დროისთვის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს. სსკ-ის 335-ე მუხლის საფუძველზე, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს, დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. იგი ამ დროისთვის საავადმყოფოში იმყოფება.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)