|
2019-12-18 10:19:42, 750 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქის მერიამ ბრიტანული გასტრონომიული და სამოგზაურო ჟურნალის - Fare თბილისის ნომრის პრეზენტაცია გამართა
თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, ბრიტანული გასტრონომიული და სამოგზაურო ჟურნალის - Fare თბილისის ნომრის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციაზე ჟურნალის შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა რიჩარდ ბელმა ქართულ გასტრონომიაზე, მის უნიკალობაზე და ნომრის შექმნის პროცესზე ისაუბრა. 2019 წლის სექტემბერის თვეში, დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით, თბილისს ჟურნალ Fare-ის წარმომადგენლები ეწვივნენ. ჟურნალისტებმა მოინახულეს თბილისში არსებული კვების დაწესებულებები, ღვინის მარნები და სხვადასხვა ღირსშესანიშნაობები. აღნიშნული ჟურნალის დეკემბრის ნომერი მთლიანად დაეთმო თბილისს და მის კულინარიულ ტრადიციებს. ნომერში განხილულია, როგორც ქართული სამზარეულოს მნიშვნელოვანი კერძები, ასევე ღვინო, გამორჩეული კვების ობიექტები და ცნობილი ქართველი შეფ-მზარეულები. ამასთანავე, წარმოდგენილია დედაქალაქი, როგორც საფესტივალო მიმართულება და დეტალურად არის მოთხრობილი „თბილისობის“ დღესასწაულის შესახებ. ჟურნალის პრეზენტაციას სასტუმროების, რესტორნების, ტურისტული კომპანიების, ჟურნალების წარმომადგენლები და ადგილობრივი ცნობილი შეფ-მზარეულები დაესწრნენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)