|
2019-12-17 23:47:39, 2224 ნახვა
სამართალი
15 წლის ლუკა სირაძის საქმეზე გამომძიებელი მარიანა ჩოლიანი დააკავეს
15 წლის ლუკა სირაძის საქმეზე დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მარიანა ჩოლიანი დააკავეს. განცხადება ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფროსმა ლონდა თოლორაიამ რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. როგორც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელმა, ლონდა თოლორაიამ განაცხადა, გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლით, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს. „2019 წლის 13 დეკემბერს, გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოებაში არსებული 15 წლის არასრულწლოვნის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის სისხლის სამართლის საქმე, გამოსაძიებლად გადმოეცა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს. სისხლის სამართლის საქმის მასალები ბრალდების წარდგენის მიზნით და შემდგომი კვალიფიკაციის განსაზღვრისთვის გადაეგზავნა საქართველოს გენერალურ პროკურატურას. თვითმკვლელობის მცდელობისას დაშავებულ 15 წლის მოზარდი ლუკ სირაძე იაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. მანამდე მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო, დღეს მოზარდს ტვინის შეშუპება დაეწყო, რის გამოც გუშინ საღამოს იაშვილის კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა. თვითმკვლელობა არასრულწლოვანმა 12 დეკემბერს სცადა. „ამ ცხოვრების დედაც“ – ეს არის ფრაზა, რომელიც, სავარაუდოდ, მოზარდმა „მწვანე სკოლაში“ დაწერა, რასაც მისი გამოკითხვა მოჰყვა.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)