23:00 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-17 13:19:58, 1635 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ აშშ-ში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის კახა კუჭავას ხელმძღვანელობით, აშშ-ში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო 16 დეკემბერს ქართველი კანონმდებლები IRI-ის პრეზიდენტს დენიელ თვინინგს და IFES-ის ვიცე-პრეზიდენტს მაიკლ სვეტლიკს შეხვდნენ.

პარლამენტარებმა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის პრეზიდენტს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს საარჩევნო და მართლმსაჯულების სფეროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების შესახებ. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოს ამბიციური დემოკრატიული დღის წესრიგის მნიშვნელობა და  სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს.  ქართული დელეგაციის ვიზიტი ვაშინგტონში 19 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება და მიზნად ისახავს თანამშრომლობის გაღრმავებას აშშ-ის შესაბამის უწყებებთან და საერთაშორისო ინსტიტუტებთან.

დელეგაციის შემადგენლობაში შედიან საქართველოს პარლამენტის წევრი, ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ბერაია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics