21:42 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-15 13:24:44, 1366 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ჩვენი შეთავაზება ემსახურება იმას, რომ დესტრუქციულმა ოპოზიციურმა ძალებმა ქვეყანა არასტაბილურობის რეჟიმში მოაქციონ

„ეს შეთავაზება არის იმისათვის, რომ ცდუნება არ დარჩეს რაიმე ტიპის დესტაბილიზაციაზე ფიქრის ვინაიდან,  ასეთ დროს არის ცდუნება იმის, რომ დესტრუქციულმა ოპოზიციურმა ძალებმა  ქვეყანა არასტაბილურობის რეჟიმში მოაქციონ",- საპარამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ახალ საარჩევნო შეთავაზებასთან დაკავშირებით ტელეკომპანია „იმედის" ეთერში განაცხადა.

 ირაკლი კობახიძის თქმით, 2020 წელს ჩატარდება არჩევნები შერეული სისტემით, 2014 წლიდან  ქვეყანა გადავა პროპორციულ სისტემაზე და ყოველი შემდეგი არჩევნები ჩატარდება პროპორციული საარჩევნო სისტემით, ეს დადგენილია მოქმედი კონსტიტუციით. 

 „იმისთის, რომ ცდუნება არ დარჩეს რაიმე ტიპის დესტაბილიზაციაზე ფიქრის კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში ჩაიწეროს, რომ თუ ტარდება რამე ტიპის არჩევნები 2020-დან 2024 წლამდე, ეს არჩევნები ტარდება იგივე სისტემით, რაც იქნება 2020 წლისთვის, ოღონდ ერთი დათქმით, რომ ამ შემთხვევაში არჩეული პარლამენტი, აირჩევა 2024 წლის ბოლომდე ვადით",-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.​





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics